მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რატომ ვერ თანხმდებიან ამნისტიის კანონპროექტზე პოლიტიკური მხარეები

ამნისტიის კანონპროექტზე პოლიტკური მხარეები ვერ შეთანხმდნენ. როგორც “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის შენიშვნებს, მეორე მოსმენისას გაითვალისწინებს.

“ქართული ოცნება აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, რომელიც იქნა გამოთქმული, მაგრამ დღეს პირველი მოსმენისთვის ისინი აპირებენ თავიანთი პროექტის გამოტანას, რომელშიც ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნება”,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მხარეების პოზიციებს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამნისტია კონკრეტულ მუხლებს უნდა შეეხოს . საუბარია, 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებსა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე – მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.

მმართველი გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისს, როგორც მოვლენას უნდა შეეხოს. მათი თქმით, ოპოზიციამ მხარი სწორედ მათ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button