მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი

ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებული სხდომა გამართა – შეხვედრა რუსულმა სამთავრობო მედიასაშუალებებმა გააშუქეს.

РИА Новости-ის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს შეიარაღებული ძალების 2022 წლის საქმიანობა და გამოკვეთეს ამოცანები 2023 წლისთვის.

“რუსეთის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებენ ნატოს წვერი ქვეყნების პოტენციალს. ამის მიუხედავად ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ჩვენი არმიის სამხედრო შესაძლებლობები იზრდება და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული ნატოს შეიარაღების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობთ – ამასთან დეტალურად უნდა გამოვიკვლიოთ ყველაფერი და ზუსტი ანალიზი გავაკეთოთ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის ფარგლებში ჩვენმა არმიამ წარმოუდგენელი გამოცდილება მიიღო. ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ამას ერთვის სირიაში მიღებული გამოცდილებაც. მინდა ყურადღება გავამახვილო არმიის დაფინანსებაზე. მთავრობა არმიას შეზღუდვების გარეშე აფინანსებს და ვიმედოვნებ რომ შედეგიც შესაბამისი იქნება. რუსული არმია წარმატებით იბრძვის და სპეციალური სამხედრო ოპერაციით გათვალისწინებულ გეგმას ეტაპობრივად მიჰყვება”,- თქვა პუტინმა.

რუსული მედია წერს, რომ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პუტინმა ე.წ.სპეცოპერაციაში [ასე უწოდებს ომს უკრაინაში პუტინი] მონაწილე ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება. გამგეობის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ ოკუპანტთა ხსოვნას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა რომ ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით, მაგრამ იქ არ გველოდნენ.

“ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ჩვენ თვითონ დავუშვით, ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ დღიდან-დღეზე გავხდებოდით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენ იქ არ გველოდნენ, ყველა ჩვენი ძალისხმევისა და მცდელობის მიუხედავად”, – აღნიშნა პუტინმა.

აღნიშნულ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას თავადაც ჰქონდა მცდელობები.

“მეც მქონია დაახლოების ეს მცდელობები, ეს ნაწილი გავმხდარიყავი”,- განაცხადა პუტინმა.

რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი

პუტინის თქმით, ნეონაცისტებს რუსეთთან ბრძოლაში იყენებენ, არავის აინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, მთავარია, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძვიან.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთს სურდა, ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ იქ რუსეთს არ ელოდებოდნენ. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ.

„ცნობილია, რომ დღეს ნატო-ს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები გაბედულად და მტკიცედ იბრძვიან რუსეთისთვის. თავდაჯერებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს და ეს ამოცანები აუცილებლად შესრულდება“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button