,,რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი მით უფრო მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ უჭირს გარედან მხარდაჭერილ აგენტურას,,-ანჯაბარიძე
ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს-ბეჟაშვილი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევებს ეხმიანება და ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათ მიერ ჩატარებულ კვლევის მონაცემებსაც იხსენებს, რომლითაც ქართულ ოცნებას 36% უნდა მიეღო, თუმცა სინამდვილეში 48% მიიღო.
ანალიტიკოსის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი მით უფრო მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ უჭირს გარედან მხარდაჭერილ აგენტურას.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ედისონ რისერჩ”-ს და მერე “ფორმულას” მიერ გადამუშავებული მანიპულირებული გამოკითხვით, ქ/ოცნებას 36% უნდა მიეღო, თუმცა სინამდვილეში მიიღო 48%.
დასკვნები თავად გააკეთეთ, რამდენად უნდა ენდოთ მათ ამჟამინდელ, ზუსტად ასევე მანიპულირებულ გამოკითხვებს, ისევე როგორც კონსტიტუციიდან გასული სალომე (პ)რეზიდენტის არავინ იცის საიდან მოტანილ ასეთივე ყალბ ციფრებს.
რაც უფრო ახლოვდება 26 ოქტომბერი მით უფრო მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ უჭირს გარედან მხარდაჭერილ აგენტურას”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.
”ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს. ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.