რბენის მარათონის გამო კახეთის გზებზე შეზღუდვები წესდება
მსოფლიო რბენის მარათონთან დაკავშირებით, 3 მაისს კახეთში, გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, “3 მაისს, მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.
მარათონში მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანებისათვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ პარკირების ადგილი გამოყო”, -ნათქვამია განცხადებაში.