სპორტი
„რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის შეძენა „ლივერპულს“ სურს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანთან, სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაფორმება ინგლისის მერსისაიდულ კლუბს სურს. ამის შესახებ El Chiringuuito – ს ტვიტერის გვერდი იტყობინება.
„ლივერპულს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, რადგან ვან-დეიკი და გომესი ტრამვირებულები არიან და მათი ჩანაცვლება ნახევარმცველებს უწევთ.
აქამდე ცნობილი იყო, რომ რამოსის შეძენით „პსჟ“-ს და „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა იყო დაინტერესებული. რას გადაწყვეტს მცველი, ჯერჯერობით უცნობია.
34 წლის რამოსი სამეფო კლუბში 15 წელია თამაშობს.