სპორტი
„რეალის“ რთული გასეირნება „გრან კანარიასთან“

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ ესპამეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში „რეალს“ სტუმრობდა და მიზერული ანგარიშით 80:81 დამარცხდა.
კალათბურთის ექსპერტები ამ შეხვედრის ფავორიტად რეალს მიიჩნევდნენ, თუმცა მასპიძლებმა, მეტოქის სერიოზული წინააღმდეგობის ხარჯზე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით მოიგეს.
ბურჯანაძემ პარკეტზე დაახლოებით 16 წუთი დაჰყო და ამ პერიოდის განმავლობაში თავის გუნდს 5 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 ქულა შეადგინა.
„გრან კანარია“ 7 მოგებით და 14 მარცხით მე-14 ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს შინ „მანრესასთან“ ჩაატარებს.