10 წლიანი პატიმრობა ორნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე

წყალმომარაგების კომპანიიდან ორნახევარი მილიონი ლარის მითვისების საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მესამეს პირს თამარ ნავროზაშვილს კი – 6 წელი, აქედან 2 საპატიმრო, ხოლო 4 – პირობითი სასჯელი.

თამარ ფხოველიშვილის დედა საქმის მიმართ მთავრობის დაინტერესებაზე საუბრობს.

„სანამ ღარიბაშვილი იქნება სათავეში ამ საქმეს არაფერი ეშველება,“ – განაცხადა ნათელა ფხოველიშვილმა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოში დასკვნით სიტყვა წარმოთქვეს.

მთავარმა ბუღალტერმა თამარ ფხოველიშვილმა კიდევ ერთხელ დაადო ღიად ხელი თაღლითური სქემის ავტორობასა და ზეწოლაში კომპანიის მაშინდელ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მფარველობაში ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button