მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რეგიონებიდან მერები, თავმჯდომარეები და პარტაქტივი “ქართული ოცნების” ყრილობას დაესწრებიან

პარტია “ქართული ოცნების” ყრილობას, კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან 4- 4 კაციანი წარმომადგენლობა დაესწრება.
ყრილობაზე დამსწრე პირთა შორის, მხოლოდ მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები შედიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, სოსო ქარუმაშვილის განმარტებით, წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატს, მხარს დაუჭერს.
გიდასტურებთ, რომ ვესწრებით ყრილობას, ოთხკაციანი შემადგენლობით და ხმას წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭერთ-განაცხადა ქარუმაშვილმა რადიო ჰერეთთან.
” ქართული ოცნება” დღეს, ყრილობაზე, თავმჯდომარესა და განახლებულ პოლიტსაბჭოში 21 წევრს აირჩევს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.პოსტი მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც ” ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და მისი განცხადებით, პოლიტიკიდანაც წავიდა.ყრილობას მთელი საქართველოდან 400-მდე დელეგატი დაესწრება

მსგავსი პოსტები

Back to top button