მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

რეგიონებში “ქართულ ოცნებას” ტოვებენ

მმართველი პარტიის წევრმა და პარტიული სიით გასულმა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ბიგვავამ, უმრავლესობის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან რადიო თბილისთან განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას. ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში. წერტილი!!!

მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ გიორგისადმი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი:
გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულით-ხორცამდე ქართველი კაცი. მან, თავისი ჭკვიანური და დროული ქმედებებით ბევრი ფორს-მაჟორული კრიზისი ააცილა ქვეყანას.
სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომა არის შედეგი 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძესეულ საკადრო “სამჭედლოზე” და “ნამდვილი, თუ არანამდვილი” პირების ზეობაზე.

მე, ვამაყობ გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის, ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად.
ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო და ეს შემიძლია გამოვხატო ცოტა რამით:
მე, ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას.

მჯერა, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქართველ ხალხთან ერთად ერის და ქვეყნის გასაერთიანებლად”,-აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურაბ ბიგვავა.

ბიგვავა 2012 წელს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button