მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეეზღუდათ

საქართველო -აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთიდან, მეზობელ აზერბაიჯანში დილიდან მოქალაქეებს აღარ უშვებენ. საბაჟო გამშები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დგანან და პერიმეტრს აკონტოლობენ.

საქართველოდან აზერბაიჯანში წასვლის მსურველი მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვრის დაკეტვის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ, რადგან 13 მარტის საღამოს ორი ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთეს.

დილიდან საზღვარზე არ ატარებენ აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალ მგზავრებსაც.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა 10 დღიანია და არ ვრცელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი ასევე 10 დღით ჩაკეტა სომხეთთანაც. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციულ ღონისძებებს უკავშრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button