რეიდი ბრიუსელში – მოკლულია პარიზის ტერაქტთან დაკავშირებული პირი.

ბრიუსელის პოლიციამ, კონტრტერორისტული რეიდის შემდეგ, მოკლული პირის იდენტიფიცირება მოახდინა – პროკურატურის სპიკერის ცნობით, იგი პარიზის ტერაქტთანაა დაკავშირებული.

მიმდინარეობს კიდევ ორი ეჭვმიტანილის ძებნა.

მოკლული 35 წლის ალჟირელი მუჰამედ ბელკადია. მისი ლიკვიდაცია სამშაბათს, ბრიუსელის გარეუბანში სამართალდამცველების მიერ წარმოებული რეიდის შემდეგ, სნაიპერის მიერ მოხდა, მაშინ, როდესაც იგი ფანჯრიდან აპირებდა ცეცხლის გახსნას.

ბელკადის მოკვლამდე, სამართალდამცველებმა სამ სართულიანი საცხოვრებელის ბინაში შესვლა სცადეს, რის შემდეგაც ორმა პირმა მათ ცეცხლი გაუხსნა. ოთხი სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა, მათ შორის ფრანგი ქალი ოფიცერი. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და დახმარებას დალოდებოდნენ.

ორმა ეჭვმიტანილმა სცენიდან მიმალვა შეძლო.

ბრუსელის პროკურატურის ცნობით, ბინიდან ამოღებული იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, სალაფისტური წიგნები (ისლამის ულტრა კონსერვატიული ლიტერატურა) და კალაშნიკოვის ტიპის იარაღის ტყვიები. ასაფეთქებელი ნივთიერებები საცხოვრებელში არ აღმოჩნდა.

რეიდებისას კიდევ ერთი ბინის და ავტოფარეხების გაჩხრეკა მოხერხდა, საიდანაც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ეჭვმიტანილები დაკავშირებულნი არიან ჯიჰადისტების მიერ პარიზზე მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში მომხდარ ტერაქტს, რომელიც ეგრედ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო მოწყობილი, 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბელკადი ბელგიაში არალეგალურად ცხოვრობდა. 2014 წელს ქურდობის ბრალდებით იქნა გასამართლებული. სამართალდამცველებს ბელკადზე ცნობები სწორედ ამ საქმიდან ჰქონდათ.

 

რეიდი ბრიუსელში 1 რეიდი ბრიუსელში 3 რეიდი ბრიუსელში 2

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button