რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები რუსეთიდან

რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 392,5%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში უცხოეთიდან საქართველოში ჯამში, 308.104 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 132, 979 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ როდესაც, წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში – 27,001 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხა, თებერვალში 21,944 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იანვარში – 22,382 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის აპრილში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
რუსეთი – 132, 979 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 299%
იტალია – 33,396 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 5%
აშშ – 25,019 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 1%
ყაზახეთი – 20, 035 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 705%
საბერძნეთი – 18,647 მლნ აშშ დოლარი;კლება წინა წელთან -14%
ისრაელი – 16,206 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 5%
გერმანია – 11,968 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 37%
თურქეთი – 8,103 მლნ აშშ დოლარი;კლება წინა წელთან -16%
აზერბაიჯანი – 4,969 მლნ აშშ დოლარი;კლება წინა წელთან -45%
ესპანეთი – 4,708 მლნ აშშ დოლარი;ზრდა წინა წელთან 8%.
2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
შეგახსენებთ სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, თითქმის 133 მლნ დოლარი, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. წლიურმა ზრდამ 299,77% შეადგინა. მთლიან ჩარიცხვებში კი რუსეთის წილი 43,16%-ია.