Relax Radio – ჰერეთი მესამე რადიოს გაუშვებს
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, რადიო ჰერეთისა და რადიო თბილისის შემდეგ, საქართველოს ბაზარზე პირველ ინოვაციურ პროდუქტს, ჰერეთისთვის კი მესამე რადიოსადგურს Relax Web Radio – ს მალე გაუშვებს.
Relax Radio ინოვაციურია და მხოლოდ ინტერნეტში და სმარტფონ აპლიკაციებზე იქნება წარმოდგენილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რადიოსადგური მსმენელს მხოლოდ მუსიკას შესთავაზებს, ყოველგვარი ლაპარაკის,რუბრიკების გარეშე და კომერციულ ხაზს გაატარებს.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ ფორმატი მთლიანად სპა-რელაქს-ლაუნჯ მუსიკას დაეთმობა, ღამის ეთერი კი Chill-Out და Acoustic შედევრებს.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი 1998 წელს დაფუძნდა და რადიო ჰერეთს კახეთის რეგიონში ტალღაზე FM102.8 , დედაქალაქში კი რადიო თბილისს FM93.5 ფლობს.