რემსი საქართველოსთან არ იქნება
უელსის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებში აარონ რემსი დააკლდება, იუწყება ინტერნტპორტალი skysports.com-ი.
ლონდონის “არსენალის“ ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში “ლივერპულთან“ (3;4) მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მას მერე მოედანზე აღარ გასულა.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ რემსი ორ კვირას გააცდენდა, მაგრამ ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა.
უელსის ნაკრების თავკაცმა კრის კოულმენმა, 6 ოქტომბერს სტუმრად ავსტრიასთან და 9 ოქტომბერს სახლში საქართველოსთან გასამართი შეხვედრებისთვის, 25 წლის რემსი ნაკრებში არ მიიწვია.