კულტურამნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რეპერი puff daddy სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ უფრო “ძლიერი გირაოს” პაკეტს სთავაზობს

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი (puff daddy) 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ.

ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინა პატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით ასევე მას ადვოკატის გარდა სხვა ადამიანებთან კონტაქტის სრული შეზღუდვა ექნება. ამის შესახებ გამოცემა abcnews წერს.

ცნობისთვის, შონ კომბსი რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნეს-იმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა.

როგორც „როიტერი“ წერს, რეპერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სამჯერ უთხრეს უარი.
მოსამართლის განმარტებით, იმის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა, რომ კომბსი საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენდა, ასევე ის ხელს შეუშლიდა გამოძიებას და მოწმეებს დააშინებდა. მან ასევე თქვა, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული გირაოს პაკეტი “არასაკმარისი” იყო. ადვოკატების განცხადებით, ახალმა შემოთავაზებულმა ზომებმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ ის არ შეაფერხებს მოწმეებს და საფრთხეს არ შეუქმნის სხვებს.

ამასთან, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა, რომელიც რეპერის სისხლის სამართლის საქმეს ზედამხედველობს, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შონ კობსი და მისი დაცვის მხარე ითხოვდნენ, რომ ბრალდების მხარეს აკრძალვოდა საქმეზე საჯაროდ საუბარი.

P Diddy-ს ბრალი ედება “კრიმინალური დაჯგუფების” შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში.

ის ბრალს არ აღიარებს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.
შონ კობსის სასამართლო პროცესი 5 მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button