მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რეპეტიტორისგან 14 მოსწავლე დაინფიცირდა

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება რეპეტიტორისგან მოხდა, თავად მასწავლებელი კი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, სკოლები, რომლებთანაც აღნიშნულ მოსწავლეებს შემხებლობა ჰქონდათ, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ.

“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 – ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება რეპეტიტორისგან მოხდა, თავად მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, სწავლა დისტანციურზე გადავა. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 92 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდ პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 173 ადამიანი”, – აღნიშნავს მალხაზ თორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button