რეგიონი

რესტორან “თბილისოს” პურის საცხობი უკრაინელებისთვის პურს უფასოდ არიგებს

რესტორან “თბილისოს” პურის საცხობი უკრაინელებისთვის პურს უფასოდ არიგებს

უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან, კიევში მდებარე პატარა რესტორან “თბილისოს” პურის საცხობი, მოსახლეობას უფასოდ პურს ურიგებს.

დღესაც, 15 საათიდან აქ პურის დარიგება მოსახლეობისთვის უფასოდ ხდება.

“ჩვენო ძვირფასო უკრაინელებო,”თბილისო” ისევ უფასოდ დაარიგებს პურს,მობრძანდით. ვდგევართ ერთად”,-ვკითხულობთ “თბილისოს” გვერდზე.

საცხობში გამომცხვარ პურს უკრაინელებისთვის,
MMA-ს ქართველი მებრძოლი, მირო ვანაძე უუფასოდ არიგებს.

“ომი რომ დაიწყო, შემეძლო საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ წამოვედი. დღეს მე აქ ვარ როგორც უკრაინელი. როგორც სპორტსმენი,რამეს თუ წარმოვადგენ, ეს უკრაინის დამსახურებაა.

ჩავთვალე, რომ საქართველოში დაბრუნების დრო ახლა არ არის.”,-ამბობს იგი.

“თბილისო” კიევში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს და მისი მფლობელი თბილისელი ახალგაზრდაა, რომელსაც უკრაინელი მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button