მნიშვნელოვანისიახლეები

რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების შემდეგ მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.
ასევე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 30-დან 50%-მდე გაიზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში.

პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტით“ სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

კვების ობიექტები;
რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
სპა-ცენტრები;
ფიტნეს-დარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტების საბაგირო გზები.

კინოთეატრები, თეატრები და ოპერები იმ დაწესებულებებს მიეკუთვნება, სადაც „მწვანე პასპორტით“ არის შესვლა შესაძლებელი.

“მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს pcr ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი”, – თქვა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ რომ კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, რესტორნები საქართველოში 23 საათამდე მუშაობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button