მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Reuters: რუსეთს მასშტაბური თავდასხმის შესახებ ირანიც აფრთხილებდა

ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე მანამ, სანამ მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა, იტყობინება სამი წყარო, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული. თუმცა კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას ირანის გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია.
გამოცემის თანახმად, თეირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თავდასხმის დროსა და სამიზნეზე ცნობებს არ შეიცავდა. ირანში დაკავებული ერთ-ერთი ტერორისტის დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ჯგუფს მისცეს ინსტრუქცია, მოემზადებინათ მასშტაბური ტერაქტი რუსეთში და ისინი უკვე რუსეთში იმყოფებოდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური კრემლი, ასევე, თეთრი სახლი, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთსა და ირანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების უკან ISIS-K-ის ტაჯიკი მებრძოლები იდგნენ.

3 იანვარს, ირანის ქალაქ ქერმანში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. 19 იანვარს კი ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ტერაქტთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავა, მათ შორის ხორასნის ვილაიეთის მეთაური.

შეერთებეულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ გააფრთხილეს რუსეთი სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მარგამ მოსკოვი დაზვერვის ამ ინფორმაციას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. გამოცემა წერს, რომ რუსეთისთვის უფრო რთული უნდა ყოფილიყო მისი მოკავშირის, ირანის დაზვერვის უარყოფა და ამან ასევე გააჩინა კითხვები რამდენად ეფექტურად მუშაობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები. უკრაინის ომის დროს მოსკოვმა და თეირანმა გააღრმავეს სამხედრო და სხვა ტიპის თანამშრომლობა.

ცნობისთვის ირანმა იანვარში 35 ადამიანი დააკავეს, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოს” ISIS-Khorasan-ის ფილიალის მეთაური, რომელიც, თეირანის ცნობით, დაკავშირებული იყო 3 იანვარს ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებასთან, რომლის დროსაც დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის დაზვერვის წყაროებმა განაცხადეს, რომ ISIS-K-მა განახორციელა როგორც 3 იანვრის თავდასხმები ირანში, ასევე 22 მარტის თავდასხმა მოსკოვში.

29 მარტს, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის საქმეზე ტაჯიკეთში 9 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან თავდამსხმელებთან და ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფება ხორასანთან კავშირში.

Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი 25 მარტს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. თუმცა კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია.
ცნობისთვის ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, Crocus City Hall-ში 22 მარტს, საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 144 დაიღუპა, 328 კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორშაბათს შუამდგომლობა აღძრა „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ერთი პირის დასაპატიმრებლად. როგორც უწყება იტყობინება, საქმე ეხება ეჭვმიტანილ იაკუბჯონი იუსუფზოდს. გამოძიების ვერსიით, ის საკუთარი საბანკო ანგარიშიდან ცხოვრებისთვის საჭირო ფულს ურიცხავდა თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს. ამასთან, ის ტერაქტის შემდეგაც განაგრძობდა გადარიცხვებს.

სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ იუსუფზოდი 25 მარტს დააკავეს საბუთების შემოწმებისას და მას 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის. ახლა მას ტერორისტული აქტის მუხლით წაუყენეს ბრალდება.

იუსუფზოდი მეათეა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილთაგან. მანამდე დააპატიმრეს ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ტერაქტის უშუალო შემსრულებლებად მიიჩნევს. დააკავეს ასევე ხუთი ადამიანი, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, თავდამსხმელთა თანამოაზრეები იყვნენ – მათ მიაქირავეს საცხოვრებელი ადგილი, მიჰყიდეს ავტომობილი, რომლითაც მივიდნენ ეჭვმიტანილები საკონცერტო დარბაზთან, ანდა ფულს ურიცხავდნენ მათ.

22 მარტს, საღამოს, მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა განშტოებამ („ხორასანი”). რუსეთის ხელისუფლება მაინც ცდილობს, თავდასხმა უკრაინას დაუკავშიროს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კიევი და დასავლეთის არაერთი სახელმწიფო. აშშ-ის ინფორმაციით, მან რუსეთი მარტის დასაწყისში გააფრთხილა, რომ ექსტრემისტები თავდასხმებს ამზადებენ. მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა თეირანმაც. Reuters-ის თანახმად, ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე მანამდე, სანამ მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button