სპორტი
რევაზ დავითაძემ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის რევაზ დავითაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 170კგ, აკვრაში კი 200 კგ. დაძლია და ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მიიღო.
საქართველოს ნაკრებს ტურნირზე უკვე 6 მედალი აქვს მოპოვებული. აქედან 2 – ოქრო.