მნიშვნელოვანისაქართველო

რეზერვის სისტემა იცვლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს.

უწყება აქცენტს ტოტალურ თავდაცვით პრინციპზე აკეთებს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი სარეზერვო სამსახური წარმოადგენს.

სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის, აქტიური და სამობილიზაციო.

თავის მხრივ აქტიური სარეზერვო სამსახური სამ ნაწილად დაიყოფა: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.

მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ახალი კონცეფცია, ნატოს სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

სამხედრო სარეზერვო სისტემის ცვლილების შესახებ დღეს, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ მინისტრის თქმით, მოქმედი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნასა და დახვეწას საჭიროებს.

კვირიკაშვილმა თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალი კონცეფციაში სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სახე არის გათვალიწინებული – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი.

მსგავსი პოსტები

Back to top button