რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება

უწყვეტი პროტესტის 87-ე დღე-პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პროტესტის 87-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ სხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მიტანილი.
ასევე აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „არ გავჩერდებით”, “ჩანიშნეთ არჩევნები”.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტის 87-ე დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
მათი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.