რეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა [Video]

ცნობილი ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი გუგული მგელაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუგული მგელაძის მიერ გადაღებული ფილმებია: „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, “ცისკრის ზარები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“, „ფესვები“, „ჩაკლული სული“, „გაჭედილები“.

გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში რეჟისორის შვილიშვილმა, ჟურნალისტმა ნინია ახვლედიანმა გაავრცელა და თან ფილმ „ფესვები“-ს ფინალური სცენის ვიდეო დაურთო.

„მარტო ამ ფინალის გამო ღირდა ცხოვრება. ვამაყობ, რომ ბაბუაჩემი ასეთი რეჟისორი იყო. სიმბოლურია, გუშინ ღამე ელდარ რიაზანოვიც გარდაიცვალა… სიმბოლურია, დღეს თბილისის კინოფესტივალი იხსნება…
გუგული მგელაძე უკვე ქართულიკინოს ისტორიაა“, – დაწერა ნინიაა ხვლედიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button