კრიმინალი

რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.

პოლიტიკური გაერთიანება”ქართული ოცნების” მხარდამჭერი რევაზ ამაშუკელი ბოლო დროს ღიად პრორუსული და სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.

იგი მკვეთრად ეწინააღმდეგბოდა საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. მან ცოტა ხნის წინ, წერილიც გაავრცელა.

ფეისბუქზე ერთ-ერთი ბოლო პოსტი მან 2021 წლის დეკემბერში დაწერა :

“ქალბატონებო და ბატონებო!ჯერჯერობით შეუძლოთ ვარ. თუ გადავრჩი, რამოდენიმე საქონელს, კაცი იქნება თუ ქალი, საკადრის პასუხს გავცემ, და ყველა დანარჩენს…
გულდასაწყვეტია, რომ პასუხის გამცემი ამ ღორების უსაქციელობის გამო არ ჩანს.
ვეცდები, ვიმეორებ გადავრჩე, რადგან საომარი საუბედუროდ კიდევ ბევრია…
პატივისცემით,რეზო ამაშუკელი.”

ამაშუკელი 1936 წლის 24 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: “ცისკარი”, “მნათობი”, “ლიტერატურნაია გრუზია”, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში.

რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი (“ლექსები”, “ზედაზნის მთვარე”, “შენდამი”, “მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს”, “ტირისკონი”, “აკმე”).

2018 წელს “ქართველ ჩოხოსანთა დასის” მიერ ეროვნული გმირის “ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი” მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button