მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველოსიახლეები

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში 10 ივნისს დაკრძალავენ. მწერალს, მხატვარს, სცენრისტს, რეჟისორსა და მარიონეტების დამაარსებელს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

84 წლის რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები ”ფეოლა”, ”ხანუმა პარიზში”; საკუთარი სცენარების მიხედვით აქვს დადგმული სპექტაკლები: ”ალფრედი და ვიოლეტა” (1982), ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1982), ”ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” (1983), ”სტალინგრადის ბრძოლა” (1996).

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა “არ იდარდო” (1968), “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “ფეოლა” (1970), “ქვევრი” (1970), “შერეკილები” (1973), “მიმინო” (1977), “ქინ-ძა-ძა” (1986).

მსგავსი პოსტები

Back to top button