მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“საქართველო კარგი ქვეყანაა,,-ორბანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ომი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინა და ეკონომიკა – ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი, ორი დღის განმავლობაში, სწორედ ჩამოთვლილ საკითხებზე ისაუბრებენ.

ეს არის ბოლო შეკრება დეკემბრის სამიტამდე, რომელზეც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ სამიტზე საქართველო არ ყოფილა დღის წესრიგში, მხარდამჭერი განცხადება მედიასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ვიქტორ ორბანმა ბრიუსელშიც დააფიქსირა, რომ საქართველოს მხარს უჭერს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგ ფორმაშია და ევროპამ პარტნიორს სტატუსი უნდა მიანიჭოს.

“საქართველო კარგი ქვეყანაა, ის კარგ ფორმაშია იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. დღეს გვექნება დისკუსიები, შევიმუშავებთ ტექსტს. იმედი მაქვს, ამ დისკუსიის შედეგი იქნება ის, რომ საქართველო ტექსტში აღნიშნული იყოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო. წარმატებებს გისურვებთ,” – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა აჩვენოს, რომ ის ერთიანია პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად.

“ასეთ რთულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი ერთიანია, ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს, რომელიც ცდილობდა თავის დაცვას საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ჩვენ ვგმობთ ჰამასს და ამ ძალადობრივ ტერაქტს. მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის და ყველგან უნდა იყოს დაცული. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც ამას დასჭირდება,” – ამბობს შარლ მიშელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button