რიანა სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა [Photo]
გასულ გაზაფხულს რიანა აბეზარმა თაყვანისმცემელმა შეაწუხა. მომღერალმა სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა. პოლიციამ რამდენიმე თვეში ახალგაზრდა კაცი დააკავა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა.
გამომძიებლებმა ეს უსიამოვნო ინციდენტი მხოლოდ ახლახან გაახმაურეს.
როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელებში 2 სხვადასხვა გვარით იყო დარეგისტრირებული – ალექს მერსერი და რალფ ალექსანდერი. იგი პოპ-ვარსკვლავს ელექტრონული ფოსტით უხამსი ხასიათის წერილებსა და ვიდეოებს უგზავნიდა. ალექსი თავის გზავნილებში დეტალურად ასახავდა, თუ როგორ იყო თვითდაკმაყოფილების აქტით დაკავებული, როცა რიანას სურათებს ათვალიერებდა.
ასევე, მანიაკი წერდა, რომ რიანას ცოლად შერთვა და მისგან შვილების ყოლა სურდა. მაგრამ მომღერალი ყველაზე მეტად სელფიმ შეაშინა, რომელიც ალექსმა ლოს-ანჯელესში მისი სახლის ფონზე გადაიღო და Twitter-ში შემდეგი ტექსტის თანხლებით განათავსა: “რიანა ერთი წუთის წინ რომ მომეკლა, თავს უკეთ ვიგრძნობდი… იარაღზე ლიცენზიის აღებას ვაპირებ”.
სამართალდამცველებმა მანიაკის კვალს მესერ/ალექსანდერის სოციალურ ქსელებში პუბლიკაციების მეშვეობით მიაგნეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ კაცი შეურაცხადია და იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით სამკურნალოდ მოათავსეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28613″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]