მნიშვნელოვანირეგიონი

რიგები საარჩევნო უბნებთან ოპოზიციის მხარდამჭერებმა შექმნეს_პაპუაშვილი ერეკლე მეორეს 304-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს,რომ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაალახინა.

თელავში, ერეკლეობის დღესასწაულზე მყოფი შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რიგები საარჩევნო უბნებთან მათმა მხარდამჭერებმა შექმნეს.

“თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის. ამ არჩევნებზე ყველა ეს პარტია საბოლოოდ გაფორმდა, ოფიციალურად და საჯაროდ, როგორც ნაცმოძრაობა. ამას ვეღარ გაექცევიან, მათ შორის ბარიერგადალახული 4 პარტია. ჩვენც ვაკვირდებოდით და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი. მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები თვითონ რომ უხაროდათ და საცობები აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებზე”_ განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს თელავში, ერეკლე მეორეს 304-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button