სპორტი

რიკ კარლაარი „პეისერსში“ ბრუნდება

ინდიანა „პეისერსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რიკ კარლაარი დაინიშნება. ინფორმაციას საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელობა ავრცელებს.

კლუბმა ივნისის დასაწყისში თავკაცის პოზიციიდან ნეიტ ბიორკგრენი დაითხოვა და ახალი დამრიგებლის თანამდებობაზე მრავალი ცნობილი სპეციალისტის კაანდიდატურა განიხილა.

კლუბის ადმინისტრაციამ ჯერი, კარლაარზე იმიტომ შეაჩერა, რომ 61 წლის ამერიკელი, 2003-2007 წლებში მუშაობდა და ახლა 14 წლის შემდეგ მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

კარლაარმა „ინდიანა პეისერსში“ 4 წლიან კონტრატს მოაწერა ხელი და ამ დროის განმავლობაში მისი ანაზღაურება 29 მილიონი დოლარი იქნება.

თავის მხრივ მიმდინარე თვეში კარლაალმა „დალასის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 13 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მისი თავკაცობით „მავერიქსი“ ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ, 2011 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button