მნიშვნელოვანისაქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button