მნიშვნელოვანირეგიონი

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

“დღეიდან 15 დეკემბერის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 12 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება”, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

“რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლების მიზნით, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა“, – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი პოსტები

Back to top button