მნიშვნელოვანისიახლეები

რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა-რიკოთზე მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება

რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოვიდა. უწყების ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კონკრეტულად კი ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე.
უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო.
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე, – წერს მოქალაქე, ლიკა ქურციკიძე.

კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად მიწის გამონატანები იყო… ტერიტორია გაწმენდილია. საავტომობილო მიმოსვლა ერთიანად ვერ აღდგება და ეტაპობრივად გაუშვებენ”, – ამბობენ უწყებაში.

როგორც მედიას პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button