მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რიო-დე-ჟანეიროს 2021 წლის კარნავალი გაურკვეველი დროით გადაიდო

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ყოველწლიური კარნავალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიება 2021 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო. კარნავალის გამართვის ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

BBC-ი წერს, რომ სამბას ლიგა Liesa-ს პრეზიდენტმა ჟორჟ კაშტანეირამ განაცხადა, რომ სამბას სკოლები თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებისთვის მომზადებას ვერ შეძლებენ.

რიოს კარნავალს დიდი გავლენა აქვს ბრაზილიის ეკონომიკასა და ადგილობრივების შემოსავლებზე, რადგან ამ დროს ქალაქს მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

ცნობისათვის, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 4.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 138 000-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button