მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავა. ახლობლების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. სამართალდამცავები ქუთათელაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

დაკავებულის ინტერესებს “საია” იცავს.

შეგახსენებთ, პოლიციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვვების გამო, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს გუმათის დასახლევბაში აგრძელებენ. აქტივისტების ნაწილი კი კვლავ იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც მშენებლობის არეალია.

რიონის ხეობის მცველი, მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებით, პრობლემა არა მხოლოდ აქტივისტებს, არამედ მოსახლეობასაც ექმნება.

“ფაქტია არის მძიმე. გადაადგილების უფლების შეზღუდვა არა მარტო ჩვენთვის ხდება, მოსახლეობასაც ექმნება სერიოზული პრობლემები და ეს არაფერში აღარ წერია.
რანაირად შეიძლება ამ პროცესის გამართლება, ან რა უნდა თქვან საერთოდ. არც არაფერს ამბობენ, ეს უკვე ახალი ფაზაა ჩვენს ურთიერთობებში. ესე შეუზღუდო ადამიანს მისი კონსტიტუციური უფლება, პროტესტის გამოხატვის და გადაადგილების, შორდება ყველა გონივრულ საზღვარს და დარღვევების ახალი სტადიაა”, – ამბობს მარიტა მუსელიანი.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გადაადგილების შეზღუდვის სამართლებრივი მხარის შესწავლას გეგმავს.

რიონის ხეობაში კი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვებში უკვე 167-ე ღამე გაათიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button