მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად კახეთში აქციები იგეგმება

დღეს, პანკისის ხეობაში რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამოსული მოსახლეობის მხარდასაჭერად, ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბებიან.

სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თემურ ცათიაშვილის განმარტებით, პანკისის ხეობის მოსახლეობა მხარს უჭერს და იზიარებს, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს.

“ჩვენ, პანკისელებს ყველაზე კარგად გვესმის, როცა ხელისუფლება რეპრესიების და ძალმომრეობის მეშვეობით ცდილობს ჩაახშოს ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრი და სასწორზე დააყენოს ხალხის უსაფრთხოება. ამიტომ პანკისის მცხოვრებლები და ახმეტის რაიონის მკვიდრნი ვუერთდებით რიონის მცველების საპროტესტო აქციას და სრულად ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს”- აცხადებს ცათიაშვილი.

აქცია-მიტინგი შედგება დღეს, ყვარელშიც. აქციის მონაწილეები ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე, უძველესი ქრისტიანული ბაზილიკის, დოლოჭოპის სამეურნეო არხით დატბორვას გააპროტესტებენ.

ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას ბაზილიკის აღმომჩენი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნოდარ ბახტაძე მიმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button