რიოს ოლიმპიურ პარკში სატელევიზიო კამერა ხალხს დაეცა [Photo/video]

რიო-დე-ჟანეიროში სატელევიზიო კამერა პირდაპირ ადამიანებს დაეცა, 2 მათგანი მსუბუქად დაშავდა, – იუწყება Euronews.

ინციდენტი ოლიმპიურ პარკში მოხდა. ტექნიკა საკალათბურთო არენის მახლობლად გვარლზე იყო ჩამოკიდებული. კამერა გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ქალი და მამაკაცი დაშავდნენ.

მსგავსი შემთხვევა იტალიურ ქალაქ მადონე-დი-კამპილიოშიც მოხდა. როცა ავსტრიელი მოთხილამურე მარსელ ხირშერი მსოფლიო თასის ეტაპზე ტრასაზე მოძრაობდა, ერთ-ერთი ვიდეოკამერა ჩამოვარდა და სპორტსმენის მახლობლად დაეცა. საბედნიეროდ, ინციდენტმა სპორტსმენს მეორე ადგილის დაკავებაში ხელი არ შეუშალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40442″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button