მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რიში სუნაკმა არჩვენებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის „რთული ღამე იყო“-სუკი გადადგა

ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე კირ სტარმერი გახდა

კონსერვატული პარტიის ლიდერმა რიში სუნაკმა არჩვენებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის „რთული ღამე იყო“. აქვს ბევრ რამეზე დასაფიქრებელი. ამის შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის მეფესთან ჩარლზ მესამესთან შესახვედრად წავიდა. შეხვედრის დასრულების შემდგ გაკეთებულ განცხადებაში რიში სუნაკმა თქვა, რომ ტოვებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

„ამ სამსახურს დავუთმე ყველაფერი, მაგრამ თქვენ მომეცით მკაფიო სიგნალი და თქვენი გადაწყეტილებაა ერთადერთი მნიშვნელოვანი. ეს რთული დღეა, მაგრამ მე ვტოვებ სამსახურს ღირსებით, რომ ვიყავი მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრემიერი“. თქვა რიში სინაკმა.

ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, კირ სტარმერმა, მეფესთან ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ ამ ქვეყნის პრემიერის თანამდებობას დაიკავა. ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთში კონსერვატორული პარტიის 14 წლიანი მართვლის პერიოდი.
4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები.

ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, კირ სტარმერმა, რომელიც ამ ქვეყნის პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა 5 ივლისს, რომ „ცვლილებები ახლა იწყება”.

ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთში კონსერვატორული პარტიის 14 წლიანი მართვლის პერიოდი.

სტარმერი და მისი პარტია ბევრი თემის მიმართ ახლებურად მიდგომას აპირებს, მაგრამ ისინი არ შეცვლიან წინამორბედი მთავრობას დამოკიდებულებას – დიპლომატიური და ფინანსური დახმარების კურსს უკრაინისადმი, რომელსაც რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი აქვს 2022 წლის თებერვლის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ამ პოლიტიკის უწყვეტობას და მადლობა გადაუხადა კონსერვატორებს, ხოლო ლეიბორისტებს მიულოცა გამარჯვება.
ცნობისთვის მეფე ჩარლზ III-თან აუდიენციის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, კირ სტარმერი პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა.

მალევე დაუნინგ სტრიტზე პრემიერის რანგში მან პირველი მიმართვაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეფისგან მთავრობის ჩამოყალიბებაზე მისი შეთავაზება მიიღო.

გარდა ამისა, ახალმა პრემიერმა თავის წინამორბედს, რიში სუნაკს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მისი მიღწევები, როგორც პირველი ბრიტანელ-აზიელი პრემიერმინისტრისა, “არავის მიერ არ უნდა იყოს დაუფასებელი”. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ სუნაკმა მძიმე სამუშაო გასწია.

“იმისდა მიუხედავად, მიეცით ხმა ლეიბორისტულ პარტიას თუ არა – განსაკუთრებით თუ ეს არ გაგიკეთებიათ – პირდაპირ გეუბნებით, ჩემი მთავრობა თქვენს სამსახურში იქნება”, – განაცხადა სტარმერმა დაუნინგ სტრიტზე.

61 წლის სერ კირ სტარმერი პარტიულ პოლიტიკაში საკმაოდ ახალია. თავისი პროფესიული კარიერა, როგორც ადვოკატმა 1990-იან წლებში დაიწყო, ხოლო 2008 წელს პროკურატურის დირექტორად დაინიშნა.

ლონდონის ჩრდილოეთით ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ის პირველად 2015 წელს აირჩიეს, ხოლო როდესაც 2019 წლის არჩევნები საკმაოდ წარუმატებელი იყო ლეიბორისტული პარტიისთვის, საკუთარ ოლქში მან მხარდაჭერის შენარჩუნება შეძლო. 2020 წელს კი პარტიის ლიდერი გახდა, როდესაც ჯერემი ჯორბინი პარტიიდან გარიცხეს.
Chatham House-ის – ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი უკრაინისთვის მხარდაჭერას უწოდებს „დიდ ბრიტანეთში კონსენსუსის ერთ-ერთ მოულოდნელ სფეროს“.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატიურ პოსტს დაიკავებს წლის ბოლოს, მიულოცა სტარმერს და მაღალი შეფასებას მისცა „დიდი ბრიტანეთის ერთგულებას საერთო უსაფრთხოებისადმი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button