მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რიჟვაძე ჟურნალისტებს: „თუ ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ უშვებდნენ მთავრობის სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, პასუხობს, რომ მომავალში შესაძლოა დაუშვას მთავრობის სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ კარგად მოიქცევიან და ზრდილობას გამოიჩენენ.

TV25-ის ჟურნალისტის დამატებით კითხვას, თუ რატომ აყენებდა რიჟვაძე შეურაცხყოფას მედიას მან გაქცევით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ.

ნახეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები

Back to top button