რკინიგზელების პროტესტი

რკინიგზელები პროტესტი გრძელდება. დღეს უკვე აქციის 11 მონაწილე შიმშილობს. მოშიმშილეების თქმით, თუ რკინიგზის დეპარტამენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციას რკინიგზის თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან.

მოშიმშილე რკინიგზელების მოთხოვნები უცვლელია, ისინი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა და საკუთარი შრომითი უფლებების აღდგენა.

“საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, რკინიგზის თანამშრომლების პროტესტს ერთხელ ეხმაურება. ცაგურია ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ დღეს მიმდინარე აქციაზე რკინიგზის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შიმშილობს დანარჩენი კი პროფკავშირების წარმომადგენლები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button