რობერტ დე ნიროს ახალი ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა [Photo/video]
სოაციალურ ქსელებში ახალი კომედიური ფილმის – “ბინძური ბაბუა” თრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ზაქ ეფრონი ასრულებენ.
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა კაცს (ეფრონი) ქორწილის წინ, ფლორიდაში, ბაბუამისის – ყოფილი გენერლის (დე ნირო) ჩამოყვანას აიძულებენ. ამ მომენტიდან, მამაკაცების ნამდვილი თავგადასავალი იწყება.
კომედიის რეჟისორი დენ მაზერია. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ მსახიობები: ჯულიანა ჰაფი, ობრი პლაზა, დერმონთ მარლუნი და ზოი დოიჩი.
ფილმი, მსოფლიო გაქირავებაში, 2016 წლის 22 იანვარს გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ 72 წლის დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც “ოსკარი” ამერიკულ ფილმში იმ როლის შესრულებისთვის მიიღო, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობდა (“ნათლია II”); სურათში მან ახალგაზრდა ვიტო კორლეონე განასახიერა, სულ იტალიურად საუბრობდა და ინგლისურ ფრაზებს მხოლოდ აქა-იქ იყენებდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21646″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]