მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რობერტა მეცოლა ისევ ევროპარლამენტის პრეზიდენტია – 562 ხმით ის პოსტზე უკვე მეორედ აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად პირველად 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა პირველად მან 2022 წელს დაიკავა. მეცოლა პირველი ქალია, რომელიც ევროკავშირის კრების თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა.

მალტის ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა 720 არჩეული ევროპარლამენტარიდან 562-ის მხარდაჭერა მოიპოვა. როგორც POLITICO წერს, მეცოლას არჩევა მოსალოდნელი იყო, რადგან, პრაქტიკულად, ის უკონკურენტო იყო. მეორე კანდიდატი ირენ მონტერო იყო, რომელმაც მხოლოდ 61 ხმა მიიღო.
წარდგენილი იყო ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი და ახლად არჩეული ესპანელი ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო, რომელიც მემარცხენე პარტიის, “პოდე-მოსის” წარმომადგენელია. მანამდე ევრო დეპუტატებმა კანდიდატების სიტყვით გამოსვლები მოისმინეს.

სხდომას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც. მაკა ბოჭორიშვილს სტრასბურგში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი 5-წლიანი მანდატი ტრადიციულად მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატებმა (S&D) და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიყვეს. 2,5 წლის შემდეგ მეცოლას შემცვლელის შერჩევას S&D დაიწყებს.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლის დროს მეცოლამ თქვა, რომ ის ხმელთაშუაზღვის კუნძულზე იზრდებოდა, რომელიც ფიქრობდა, რომ ევროპარლამენტი მაღალი სტანდარტების, შესაძლებლობებისა და უსაზღვრო პოტენციალის ადგილი იყო.

“ეს უნდა იყოს პარლამენტი რომელსაც არ ეშინია ლიდერობისა და ცვლილებების. მოვერიდები რთული გადაწყვეტილებების მიღებას”, – თქვა მან.

რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტობა რთულ პერიოდში მოუწია, როდესაც რამდენიმე დეპუტატი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.
რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ მეცოლა – მალტელი კანონმდებელი – ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქალია, რომელიც 2022 წელს ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა და მეორეა გერმანელი მარტინ შულცის მერე, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს 1979 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირის პარლამენტის შემადგენლობის პირდაპირ არჩევის წესი შემოიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button