რობი უილიამსმა რუს ოლიგარქებს დასცინა [Photo/video]

პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა ახალი კლიპი გადაიღო, სახელწოდებით Party Like A Russian. მომღერალმა ინფორმაცია პირად Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ვიდეომ 11 საათის განმავლობაში 3 მილიონი ნახვა დააგროვა.

უილიამსი მდიდარ რუსზე მღერის, რომელმაც საკუთარი ერის გაკოტრების ხარჯზე კოსმოსური სადგურის აშენება დაიწყო.
„მას აქვს მანქანა, რომელიც თვითმფრინავში ჩატენა, თვითმფრინავი – ნავში, ხოლო ნავი დასავლეთ ნახევარსფეროს ნახევარს იკავებს… ჩვენ გვაქვს ოქრო და გვაქვს სული“, – მღერის უილიამსი.
მომღერალი ბალერინების თანხლებით ძვირფას სასახლეში მღერის და გაიძახის “Спасибо!”.
აღსანიშნავია, რომ კლიპს ფონად მიჰყვება რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის „რაინდთა ცეკვა“ ბალეტიდან „რომეო და ჯულიეტა“.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42950″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button