კონჩიტა ვურსტი წვერიანი ქალის იმიჯის შეცვლას აპირებს [Video]

ავსტრიელი მომღერალი, თომას ნოივირტი წვერიანი ქალის – კონჩიტას იმიჯის შეცვლას აპირებს, – გვაცნობებს Welt am Sonntag.

ნოივირტის თქმით, იგი კონჩიტას მალე დაემშვიდობება.

“ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახალი ინდივიდუალობა უნდა შევქმნა. შეიძლება ისეთის, რომელიც ჩემგან ძალიან შორსაა. წვერიანმა ქალმა ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ ყველაფერს მიაღწია. იგი მეტი აღარ მჭირდება”, – განაცხადა მომღერალმა.

მუსიკოსმა გამოცემას გაუმხილა, რომ ბოლო დროს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, ამიტომ კონჩიტას უნდა დაემშვიდობოს და ახალი იმიჯი შექმნას.

“იგი უნდა მოვკლა!”, – დასძინა ინტერვიუში ნოივირტმა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მომღერალი ახალი იმიჯის შექმნაზე უკვე მუშაობს. ბოლო დროს ნოივირტმა Insagram-ზე მამაკაცური იმიჯის მქონე საკუთარი სურათების გამოქვეყნება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button