მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

„რობოტით დადის, ჭამა დაიწყო, კიდურებს ამოძრავებს”

ცოტნე გამსახურდიას, სამკურნალოდ, გერმანიის წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანენ. ინფორმაციას გამსახურდიას ცოლი ავრცელებს.

ანა ჯაბაური „ფორმულასთან“ ყვება, რომ ე.წ. რობოტის მეშვეობით, გამსახურდია უკვე გადაადგილდება, თუმცა ჯერ კიდევ შეზღუდული აქვს მეტყველების ფუნქცია.

„რობოტით დადის, ჭამა დაიწყო, კიდურებს ამოძრავებს. სუნთქავს და ყლაპავს თავისით, რა თქმა უნდა. კომაში იყო და იმასთან შედარებით, დიდი პროგრესი აქვს. როდესაც რეანიმაციული ღონისძიებები დავამთავრეთ თურქეთში, ვგეგმავდით ევროპაში გადაყვანას, მოძებნილი გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა, მაგრამ ამ დროს დაემთხვა კარანტინი და კოვიდ 19-ის მოვლენები. ჩვენ არჩეული გვაქვს გერმანიაში ნომერ პირველი კლინიკა და რადგან საჰაერო საზღვრები გაიხსნა, უკვე ცოტნეს გერმანიაში გადაყვანის ამბავი წყდება.” – აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ცოლი.

მოისმინეთ ანა ჯაბაურის ხმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი თურქეთში ხეჩინაშვილის კლინიკიდან, მენინგიტითა და გართულებული ღრმა კომით გადაიყვანეს. ის 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით, ოთხი ადამიანია დაკავებული.

სასამართლომ გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს, – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button