რობოტმა არ მიიღო საპასპორტოდ აზიელის სურათი ვიწრო თვალების გამო

რობოტმა უარი განაცხადა პასპორტისთვის სურათის მიღებაზე, რომელზეც აზიური გარეგნობის ახალზელანდიელი მამაკაცი იყო გადაღებული. მან ჩათვალა, რომ ადამიანს თვალები აქვს დახუჭული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ ახალი ზელანდიის მკვიდრმა ფოტოსურათი ონლაინ რეჟიმში გაგზავნა და მანქანისგან რასიზმის გამოვლინებით გაოცებული დარჩა.

22 წლის სტუდენტმა უცნაური შეტყობინების ასლი შეინახა და შემდეგ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

“არავითარ წყენას ადგილი არ აქვს. დაბადებიდან ვიწრო თვალები მაქვს, გარჩევის ტექნოლოგია კი შედარებით ახალი და ჯერ კიდევ დაუხვეწავია. ის უბრალოდ რობოტი იყო. ყველაფერი რიგზეა, ბოლოსდაბოლოს ახალი პასპორტი მაინც ავიღე”, – დაწერა სტუდენტმა.

როგორც ახალი ზელანდიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სურათების 20%-ს, რომელსაც მოქალაქეები დასამუშავებლად უგზავნიან, რობოტი სხვადასხვა მიზეზების გამო იწუნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button