როდ სტიუარტს რაინდის წოდება მიენიჭა [Video]

ბრიტანელ როკ-შემსრულებელს, როდ სტიუარტს მუსიკაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი და რაინდის წოდება მიენიჭა. 71 წლის მომღერალი იმ 1149 ადამიანის რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II პირადად დააჯილდოვა.

ახლა როდ სტიუარტს ოფიციალურად სერ როდერიკი ჰქვია.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, რაინდის წოდება მისთვის საკმაოდ მოულოდნელი დიდი პატივია. იგი ბრიტანელ მსმენელებს მადლობას უხდის, რომელთა წყალობითაც მისმა სიმღერებმა ასეთი პოპულარობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ჩარტებში როდ სტიუარტის 7 ალბომი პირველ ადგილს იკავებს, იგი 100 საუკეთესო მომღერალთა სიაში 33-ე პოზიციაზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button