მნიშვნელოვანირეგიონი

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

ინფორაციას გვერდი “ჩეჩნეთი,” მოძრაობა “ადათზე” დაყრდნობით ავრცელებს.

გვერდის ინფორმაციით, ბლოგერი პირველი- ორი დეკემბრის ღამით ჩაცხრილეს.

“როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, ჭორები ტუმსო აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა, ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს. ამ ეტაპზე მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა. ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბლოგერთან დაახლოებული პირები ფიქრობენ, რომ ტუმსო აბდურაჰმანოვი, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ მიგზავნილმა პირებმა მოკლეს, რადგან ბლოგერი მისი კრიტიკით იყო ცნობილი.

შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ცნობები პირველ დეკემბერს გავრცელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბლოგერი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა.

ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს წავიდა, რასაც წინ, ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან ისლამ კადიროვთან კონფლიქტი უძღოდა.

აბდურახმანოვი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, თუმცა 2016 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.

ბლოგერმა 2017 წელს საქართველო დატოვა, რის შემდეგაც ჯერ პოლონეთში შემდეგ კი შვედეთში წავიდა.

ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტუმსო აბდურახმანოვს მუქარა რამდენჯერმე შეუთვალეს.

2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა ბლოგერი, კადიროვის მამის, ახმედ კადიროვის შესახებ გამოთქმული აზრის გამო, მტრად გამოაცხადა და სისხლის აღებით დაემუქრა.

აბდურახმანოვს თავს 2020 წელსაც დაესხნენ თავს. 2021 წლის იანვარში შვედეთის სასამართლომ თავდამსხმელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2021 წლის ოქტომბერში, შევედეთმა ბლოგერს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა და ის უშიშროების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button