სტიქია კახეთში – ენმ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს [Photo]

“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანაზაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

13233418_1146243322082209_1180705226_nგიორგი ბოტკოველის თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს მთავრობა სათანადოდ არ იყენებს. მისივე განმარტებით, შესაძლებელი იყო ზარალის თავიდან აცილება. “ნაციონალური მოძრაობიდან” გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი კი დღეს სოფელ ჩალაუბანში ჩავიდა.

სეტყვამ კახეთის სამი რაიონის 10-მდე სოფელი დააზარალა. უამინდობამ პრობლემები ძირითადად შექმნა სიღნაღის, საგარეჯოს და გურჯაანის სოფლებში.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ჩალაუბანში, ტიბაანსა და ძველ ანაგაში.

როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, სეტყვა 20 წუთი გაგრძელდა. განადგურებულია ვენახები, ბაღჩეული კულტურა და ბოსტნეული.

რა ოდენობის ზარალი მიიღო მოსახლეობამ ამას სპეციალურად შექმნილი კომისია დაითვლი, რომელიც უკვე მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button