“გაიყიდა დეპეშა რომელმაც ჰიტლერი თვითმკვლელობამდე მიიყვანა”

“Alexander Historical Auctions-ზე ჰერმან გერინგის დეპეშა გაიყიდა, რომელიც მან ადოლფ ჰიტლერს 1945 წლის აპრილის მიწურულს გაუგზავნა”, – გადმოსცემს The Telegraph.

უცნობმა კოლექციონერმა ლოტი 55 ათას დოლარად შეიძინა.

დეპეშის თანახმად, გერინგი ჰიტლერს გადადგომას და მისთვის ხელისუფლების გადაბარებას ურჩევს. ასეთმა ცნობამ ფიურერი ისე გააცოფა, რომ სხვა მიზეზებთან ერთობლიობაში, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ისტორიული ბლანკი, 1945 წლის 8 მაისს, ჰიტლერის ბუნკერში აღმოაჩინეს და იგი ამერიკის არმიის კაპიტანმა ნადავლის სახით გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button