მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“როდის გადადგებით, სხვა კითხვა არ არსებობს”-ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს

ჟურნალსტებმა პრემიერ მინისტრს დღეს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს, როდის დატოვებს ის თანამდებობას. ეს კითხვა მათ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.

“როდის დატოვებთ თანამდებობას, წახალისებული ძალადობის გამო”; “როდის გადადგებით, სხვა კითხვა არ არსებობს”, – ამბობდნენ ჟურნალისტები.

პრემიერმა ამ კითხვას არ უპასუხა და ბრიფინგის სივრცე დატოვა.

პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს. მას შემდეგ რაც 5 ივლისის მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცმი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ამ მიზეზით იმართება აქციები თბილისში ცენტრალურ გამზირზე და ჟურნალისტები აწყობენ პერფორმანსებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button